logo
ENG


ბაქრაძე: ლუკაშენკოს ტიპის რეჟიმია, ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ ქვეყნის დაზიანების საშუალება
  • 609ნახვები

ძალა გამოიყენეს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს აშავებდნენ. ამიტომ, ჩვენ მოგვეთხოვება ორგანიზებულობა, სიმშვიდე, კანონის დაცვა. ჩვენი აქციები არის მართალი, ადამიანებს ვერ დააშინებენ, გაგრძელდება ბოლომდე. ყველა ის რეჟიმი, რომელიც იპარავს არჩევნებს, რომელიც შემდეგ იყენებს ძალას კანონიერი პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ლუკაშენკოს ტიპის რეჟიმი და ლუკაშენკოები ცუდად ამთავრებენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა არ დაზიანდეს, არ დაინგრეს და ამათ, ვისაც საკუთარი სკამის იქით არაფერი აინტერესებს და ნებისმიერ ფასად ეკიდება თავის სკამს, არ მივცეთ ქვეყნის დაზიანების და დარბევის საშუალება.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განაცხადა, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დაარბია და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეებმა ცესკო-სთან რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა