logo
ENG


ბაქრაძე: მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა, ვამაყობ, რომ ერთად ვდგავართ
  • 391ნახვები

მე ვამაყობ იმით, თუ როგორ დგას დღეს ქართული ოპოზიცია. ძალიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად, მტკიცედ დგანან და ერთად იცავენ თქვენს, ჩვენს და ამ ქვეყნის მომავალს. დააკვირდით, რას ლაპარაკობს ქართული ოცნება. ყოველ დღე ამბობენ, რომ მეორე ტურებისთვის ემზადებიან, ყოველ დღე ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლისთვის ემზადებიან, არავინ ემზადება პარლამენტში შესვლისთვის. 

ხალხო, მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ, რომ დღეს ერთად ვდგავართ ყველა. ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე და ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა