logo
ENG


უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება
  • 806ნახვები

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება... არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის

ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა Facebook-ზე დაწერა. ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებს სირცხვილის დერეფნები მოუწყონ.


ასევე ნახეთ
close დახურვა