მედიის საშუალებითაც ბევრი ვიხილეთ თუნდაც ის პოლიტიკური აქციები, სადაც ღიად ხდებოდა არა მარტო დაუმორჩილებლობა, არამედ მოწოდება კიდევაც, რომ არ დავიცვათ წესები - ერთგვარი საპროტესტო ტალღა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირი პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა. სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, ნაკლებმა პასუხისმგებლობამ მოქალაქეთა და ბიზნესის მხრიდანაც, ისევე როგორც ძალიან სუსტმა პასუხისმგებლობამ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, ხელი შეუწყო, რომ გვაქვს მაღალი გავრცელების ტემპი. აქედან გამომდინარე, გვიწევს მსჯელობა რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაა საჭირო
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმედის ეთერში გაუარესებულ ეპიდიტუაციაზე კითხვის პასუხად განაცხადა.