logo
ENG


ხუნდაძე: უსაფუძვლო, გაუთავებელი არჩევნები ეპიდემიოლოგიურად მაღალ რისკს შეიცავს
  • 879ნახვები

ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიურად მეორე ტალღის მოქმედების ქვეშ და ველოდებით შეხვედრის მესამე რაუნდს. ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს არსებულ ვითარებას გაითვალისწინებს საზოგადოების დამოკიდებულებას, თუ რა კონფიგურაცია შემოგვთავაზა საზოგადოებამ, როგორ დააკომპლექტა პარლამენტი და მე ვფიქრობ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება იმისა, რომ რაც აქამდე დაუშვა შეცდომა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ აურზაურის ფონზე მივიღეთ გაუარესებული ეპიდვითარება, ვფიქრობ, რომ ამაზე ხელს აიღებს და პასუხისმგებლობა გაიზრდება. 

რა თქმა უნდა, უმჯობესია შეთანხმება, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან რთული მისაღწევია, მით უმეტეს, როდესაც ულტიმატუმი არის იმდაგვარი, რომ, პრაქტიკულად, მმართველმა გუნდმა უარი უნდა თქვას საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რაც არათუ არასწორი იქნება, არამედ ეს არის დაუშვებელი. 

აი, მაშინ იქნება სწორედ უმრავლესობის მხრიდან შეცდომა დაშვებული, როდესაც საზოგადოების გაღებულ ხმას არ დაიცავს და ქვეყანაში ბიძგს მისცემს უსაფუძვლო, გაუთავებელ არჩევნებს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ქვეყნის არასტაბილურობისათვის და ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის შემცველი. 

ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტვ იმედში სტუმრობისას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა