თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ.
ასე მიმართა ჟურნალისტებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.