logo
ENG


ჭიაბერაშვილი: ნაჯახით ყველა მაგარი კრიზისმენეჯერი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ლოქდაუნია
  • 610ნახვები

ნაჯახით ყველა მაგარი კრიზისმენეჯერი იქნება. გარდა ნაჯახისა, სხვა მეთოდი ამ მთავრობას, არც გაზაფხულზე და არც ახლა, არ გამოუყენებია. ნაჯახში ვგულისხმობ ისეთ მკაცრ ჩაკეტვას, რომლის წინაშეც კვლავ დავდექით. რა თქმა უნდა, ეს ლოქდაუნია. ყველ ღონისძიება ძალაშია, გარდა იმისა, რომ სალონები რჩება ღია, რომ თმა შეიჭრას ადამიანმა და ორი კვირის განმავლობაში რომ არ გვიშვებდნენ გარეთ გაზაფხულზე, ახლა საკუთარი ტრანსპორტი მოძრაობა შეგვიძლია. დანარჩენი პრაქტიკულად ყველაფერი ჩერდება. მთავრობის უგუნურობამ დაგვაყენა არჩევანის წინაშე - ცუდი ან უარესი. უარესი არის გარდაცვალების სტატისტიკის მაღალი ზრდა და ცუდი არის ის, რომ პრაქტიკულად ხდება პრობლემის კიდევ ერთხელ გადავადება, ამ შემთხვევაში 31 იანვრამდე. ჩვენ ვართ ისეთ ციცაბოზე, სადაც ეს ლოქდაუნი გააკეთებს პატარა ტეხილს, მაგრამ როდესაც ამ შეზღუდვებს მოხსნი, ისევ გაიქცევა მაღლა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა კომენტარში მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა