საჯარო მოხელეების 80% უნდა გადავიდეს ახლა ონლაინზეო. ისე ხო ააყვავეს ეს ქვეყანა და წელში იყვნენ გაწყვეტილები შრომით და წვალებით, ახლა საერთოდ წამოწვებიან და ჩუსტების ამარა იტანტალებენ და ჩვენ კიდევ უნდა ვიხადოთ ფული, რომ ის ხალხი შევინახოთ. ამდენად, დღეს რაც გამოაცხადა გახარიამ, ეს იყო უსინდისობა და ბოროტება. შე დალოცვილო, რა ლოგიკაა, ახლა ჩავკეტავთ და ახალ წელს 10 დღით გაიხსნებაო. პირველი იანვრიდან იცის დამალვა კორონამ თუ როგორაა?
ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში, მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.