logo
ENG


ბაქრაძე: მესამე რაუნდი ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აზრიანი შეთავაზება ექნება ოცნებას
  • 778ნახვები

მესამე რაუნდი შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება შინაარსიანი და აზრიანი შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან. არავინ არ აპირებს შეკრებას შეკრებისთვის. მეორე რაუნდი დასრულდა იმ შედეგით, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო კონკრეტული წინადადება, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების გზით განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ამ წინადადებაზე ბრიფინგით მოვისმინეთ უარი, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდაზე უარი ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, ისევე როგორც, არცერთი შემხვედრი წინადადებით არ შემოსულია, ამიტომ ჩვენ ველოდებით მათ წინადადებას. თუ ხელისუფლება მზად იქნება, წამოვიდეს აზრიან კომპრომისზე, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. 

ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომ გადაიხედოს და გადაისინჯოს დღეს მოქმედი საარჩევნო რეგულაციები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ეს სამი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალაშია. 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსული ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა