logo
ENG


ბაქრაძე: არ შევდივართ პარლამენტში, ამ პირობებში შესვლა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაა
  • 1164ნახვები

ყველამ გაასაჯაროვოს თავისი პოზიცია და ხალხმა იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა. მე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, ევროპული საქართველოს სახელით, იმ პირობებში, როდესაც, გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი, ქართული ოცნება საუბრობდა, რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში ვერანაირად ვერ იქნება ჩვენგან განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად. 

ამიტომ, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, ასეთ პირობებში და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დანარჩენი პარტიაც დარჩება საკუთარი პოზიციის ერთგული, ვინაიდან, ყველას კარგად გვესმის, რომ არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა ამ სიტუაციაში ემსახურება მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ემსახურება ქართული ოცნების გამოყვანას იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ თავის თავი შეიყვანა არჩევნების გაყალბებით და არ ემსახურება ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესს. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ლელოს ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან აცხადებს, რომ ევროპული საქართველო მოცემულ პირობებში პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა