logo
ENG


რომან გოცირიძე: ვის რაში სჭირდება პარლამენტი, სადაც ოპოზიცია არ არის?
  • 501ნახვები

რაში სჭირდება პარლამენტს სამი ვიცე-სპიკერი ე.წ. უმრავლესობიდან, რომელთა შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება? რაში სჭირდება "უმრავლესობას" უფროსი, როცა ”უმცირესობა” რეგლამენტით არც კი არსებობს? უმრავლესობის შემადგენლობაში შემავალ ქართული ოცნების ერთადერთ ფრაქციას რაში სჭირდება თავმჯდომარე, როცა უმრავლესობას ჰყავს თავმჯდომარე, ანუ ერთსა და იმავე ადამიანებს ორი უფროსი რაში სჭირდება? რაში სჭირდება ამდენი უსაქმური კომიტეტი, თითოეულს ორი პერსონალური ავტომობილი და ხარჯიანი აპარატი რომ ემსახურება? ვის რაში სჭირდება პარლამენტი, სადაც ოპოზიცია არ არის? ხალხს რომ არ სჭირდება, ნათელია!

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ქართულმა ოცნების მიერ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენას

მეათე მოწვევის პარლამენტი ხვალ, 11 დეკემბერს შეიკრიბება. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატებზე უარს ამბობს. მხოლოდ პარტია მოქალაქეები არ ტოვებს კუთვნილ ორ მანდატს, თუმცა ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა