logo
ENG


მეუფე იაკობი COVID 19-ზე: ალბათ აუცილებელი იყო, ისე გადავგვარდით, ეს თუ დაგვაფიქრებს
  • 827ნახვები

თქვენ წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო. თქვენი სახით მთლიანად საქართველოს და მსოფლიოს ექიმების მიმართ, მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს, ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს, ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს, ნუ დავკარგავთ ადამიანობას.

ვერაგია ეს ვირუსი, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს. სამწუხაროდ, ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. ზოგი პირველი ხარისხის ქვეყნებია, ზოგი მეორე, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან, არც ქვეყნები არ იყოფიან და ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს.

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 720-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 942 ადამიანი, 46 კი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა