logo
ENG


გოცირიძე ვაშაძის წასვლაზე: არ არის ადვილი მიიღო ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილება
  • 397ნახვები

გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის.

ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა