logo
ENG


კალაძე: აბა, მიგვეშვა ეს მშენებლობები, დაამთავრებდნენ და მერე გამოგვეყარა ამ სიცივეში?
კახა კალაძე
15 დეკ, 2020 22:03
კალაძე: აბა, მიგვეშვა ეს მშენებლობები, დაამთავრებდნენ და მერე გამოგვეყარა ამ სიცივეში?
  • 1188ნახვები

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს, მძიმეა ეპიდემია და ყველაფერი უკანონო იქნას დაშვებული? ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ვწუხვარ, რომ სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი წავახალისოთ, რომ უკანონობა ჩაიდინოს. რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც 300 ლარის მითვისებისთვის კანონის სრული სიმკაცრით ვუდგებით. ამ შენობებში, რომელთა დემოტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. აბა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა - მიგვეშვა ეს კონკრეტული მშენებლობები, დაამთავრებდნენ მშენებლობას, შესახლდებოდნენ  და მერე მივსულიყავით, დაგვენგრია და გამოგვეყარა ამ სიცივეში?

ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის კურიერის ეთერში ჟურნალისტის კითხვას თუ რატომ მოხდა აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მაინცდამაინც დღეს, როდესაც არის პანდემია და ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა.



ასევე ნახეთ
close დახურვა