logo
ENG


გომელაური ბადრი ესებუაზე: სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ
  • 1907ნახვები

ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის შეკითხვები ჟურნალისტებისგან, რომ აბა, რას შვრებით? საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის ძებნილი.

უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ.

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში. ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ესებუას, მოლაპარაკებების შედეგად, მოთხოვნილი 500 ათასი აშშ დოლარი გადასცეს, რის შემდეგაც ის მიიმალა და დღემდე ძებნაშია.



ასევე ნახეთ
close დახურვა