logo
ENG


ინფექციონისტი: ბევრი ადამიანი მარტივად გადაწყვეტადი საკითხების არგადაწყვეტის გამო დავკარგეთ
  • 733ნახვები

იყო ბევრი პრობლემა და რჩება ეს პრობლემები. მაგალითად: იქნება ეს ნაკადების მართვა, ჰოსპიტალიზაციის რეკორდული პროცენტი. ეს, რა თქმა უნდა, იწვევდა  ისედაც გადატვირთული სისტემის არასათანადოდ გადატვირთვას. რა თქმა უნდა, ეს აგდებს მომსახურების ხარისხს და ზრდის სიკვდილიანობას.

რიგი საკითხები იყო მატერიალურ ტექნიკური კუთხით: დღესაც არ გვაქვს ადეკვატური, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებანი; ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს, მძიმე კოვიდიანი პაციენტების ნახვა საავადმყოფოებში და არ ვართ ეკიპირებული სათანადოდ.

ამას გარდა, თითქოს, ახლა გვარდება, მაგრამ მაღალი ნაკადის ჟანგბადის მიწოდების აპარატების შემოტანა შესაძლებელი იყო ადრე, მითუმეტეს, მრავალთვიანი ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი გვქონდა, რაც გადაარჩენდა მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. ეს აპარატები ახლა გახდა პრიორიტეტი, როცა ეპიდემიის დაღმავალ ფრთაზე ვართ. 

პრობლემები ბევრია ინფექციური კონტროლის თვალსაზრისითაც, კერძოდ იზოლაციის საშუალებები არ გვაქვს, უარყოფითი წნევის ოთახის საშუალება არ გვაქვს, დისტანცირების საშუალება არ გვაქვს. მსგავსი პრობლემებია ლაბორატორიულ მომსახურებაშიც.

ჩვენთან 25 წელია, მაგალითად, ახალი ჰოსპიტალური შტამების სამკურნალო რაიმე ეფექტიანი ანტიბიოტიკიბ არ შემოსულა, ამასობაში, ასეთი ანტიბიოტიკების 2-3 თაობა შეიცვალა დასავლეთში. 

ეს ყველაფერი ჯდება ადამიანების სიცოცხლედ. მრავალი ადამიანი მარტივად გადაწყვეტადი საკითხების არგადაწყვეტის გამო დავკარგეთ. 

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ქართველი ექიმების ასოციაციის პრესკონფერენციაზე საუბრობს ყველა იმ პრობლემაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ კორონავირუსის მართვის კუთხით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა