logo
ENG


ხუნდაძე ოპოზიციის წევრებზე: მათი ინტელექტი და შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს
  • 1378ნახვები

სასურველია, ეს 4 წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ. თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომელთა მუშაობაც საინტერესოა. მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში. მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. სხდომაში მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იღებენ მონაწილეობას.



ასევე ნახეთ
close დახურვა