logo
ENG


კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში
  • 5068ნახვები

მნიშვნელოვანია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პროროსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში 4 დეპუტატის შესვლასთან დაკავშირებით. პარლამენტში შევიდნენ ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ისინი პარტიას ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ ძალას - ევროპელ სოციალისტებს ქმნიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა