მას მხოლოდ მოუწია 2 წლით ოფიციალურ თანამდებობაზე დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები მუდმივად, სულ უფრო და უფრო მძაფრად ლაპარაკობდნენ მის არაფორმალურ მმართველობაზე. ახლა გადაწყვიტა, რომ ისეთი კომფორტული გარემო აქვს, შეუძლია დაუბრუნდეს მის ყველაზე კომფორტულ მდგომარეობას, რაც ნიშნავს ჩრდილში ყოფნას, სრულიად არაფორმალურად მართვას ამ ქვეყნის. არ მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აპირებს მართვის სადავეების ჩამოცილებას და ამ საოცარი კომპეტენციით აღჭურვილ გუნდს, როგორც თვითონ ამბობს, უტოვებს მართვის სადავეებს.
ამის შესახებ ნინო გოგუაძემ გადაცემა კომენტარში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საუბრისას განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.