logo
ENG


ფოფხაძე: კობახიძის წარდგენა ოცნების თავმჯდომარედ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს
  • 1359ნახვები

ეს [ირაკლი კობახიძის წარდგენა ქართული ოცნების თავმჯდომარედ] იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს, უნდა დასრულდეს. აქ რომ იყოს რაიმე მცდელობა მაინც, რომ ქართულ ოცნებას რაიმე შანსი მისცენ, მინიმუმ კახი კალაძე მაინც უნდა ყოფილიყო, ერთადერთი ადამიანი პარტიაში, რომელსაც აქვს შერჩენილი ლიდერის თვისებები და შეეძლო ოცნების პარტიულ გადარჩენაზე ეფიქრა. მაგრამ, ეს ფორმალურადაც არ იქნებოდა სწორი. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლით ეს პარტია დამთავრდა. ახლა იქ რეალურად კალაძის მოყვანა თავმჯდომარედ რეალურად იქნებოდა ამ ადამიანის კიდევ უფრო გაწვალება და პროცესის დამძიმება.

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა. 

ცნობისთვის, გუშინ, 11 იანვარს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის ადგილს ირაკლი კობახიძე დაიკავებს. 

ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა