logo
ENG


იმნაძე: პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც
პაატა იმნაძე
14 იან, 2021 15:37
იმნაძე: პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც
  • 1063ნახვები

პირბადე რომ არის დაწესებული, ეს არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ არც ზაფხულში. პანდემია არსად არ წასულა, გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა - თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა და უფრო მეტი თავისუფლება ბიზნესების, უკვე შესაძლებელი იქნება.

ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა