logo
ENG


ბესელია: კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა სიტუაციის დამჭერი არავინაა
ეკა ბესელია
15 იან, 2021 14:16
ბესელია: კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა სიტუაციის დამჭერი არავინაა
  • 356ნახვები

[ბიძინა ივანიშვილი] აჩერებდა მუდმივ კონფლიქტებს, რომელიც იყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ამის გაკეთება მისი წასვლის შემდეგ არავის შეუძლია. კობახიძე თავად ქმნიდა ეგეთ კონფლიქტებს, მის გაჩენილ ხანძრებს აქრობდა ივანიშვილი პერიოდულად, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია.

კობახიძე დარჩება ალბათ ერთი პატარა ოფისის ხელმძღვანელად და ის რეალურად ამ პარტიას ვეღარც შეინარჩუნებს. კობახიძე კალაძისთვის ხელქვეითია, თუ ის ასეთად დარჩება, ასატანი იქნება, კალაძე უყურებს კობახიძეს, როგორც მის თანამშრომელს, შესაბამისად, ეს პარტია ჩვენ მალე შეიძლება დავინახოთ, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე გადანაცვლებული პარტია.

თქვა პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით. პარტიის ყრილობა ხვალ გაიმართება, სადაც კობახიძის კანდიდატურას კენჭს უყრიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა