logo
ENG


ჩარკვიანი ელისაშვილი/იოსელიანს: კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ
  • 2203ნახვები

ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტში არშესვლა, ბოლომდე ბრძოლა იმისთვის, რომ გაყალბებული, მიტაცებული არჩევნები უკან დააბრუნონ და ასეც იქნება აუცილებლად. რაც შეეხება ლევანს [იოსელიანი] და ალეკოს [ელისაშვილი], მართლა გულწრფელად ვამბობ, ბიჭებო მართლა მენანებით, უკვე ცუდად გამოიყურებით ეკრანზე, მერწმუნეთ. გეტყვით ერთ რამეს - თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ, მიირთვათ და დაგვანებოთ თავი ბრძოლაში. ქვეყანა არის გადასარჩენი და თქვენი კომერციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. ამდენი ხანია ვითმენთ და ანგრევთ მონაპოვარს ოპოზიციისას, არ მოგცემთ ამის უფლებას!

ასე მიმართა პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა მთავარი არხის ეთერში პარტია მოქალაქეების ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ.ელისაშვილისვე თქმით, თუ ოპოზიცია თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ხმებით ქართულ ოცნებას აჯობებს, მისთვის მისაღებია, ეს შეფასდეს, როგორც პლებისციტი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა