ოპოზიცია ერთმანეთს არ ასუსტებს, იმიტომ, რომ ვინც მართლა ოპოზიცაა, ისინი ერთად ვართ და ვინც არც თავიდანვე ყოფილა ოპოზიცია, მაგალითად ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ოპოზიცია დაასუსტოს. ის არც მალავს, რომ მისი მთავარი ამოცანა არის პარლამენტში შესვლა, მას არ უნდა მარტო შესვლა და არც დიდად ქართულ ოცნებას უღირს მარტო ელისაშვილის შესვლა, ამიტომ ამოცანაა, რომ გაიხლიჩოს ოპოზიცია და ელისაშვილმა ვინმე გადაიბიროს.
თქვა ფორმულას გადაცემა კომენტარში პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას.