logo
ENG


ბარამიძე: საქართველომ უპასუხა რუსეთის აგრესიას, ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია ასე მოიქცეს
გია ბარამიძე
21 იან, 2021 18:50
ბარამიძე: საქართველომ უპასუხა რუსეთის აგრესიას, ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია ასე მოიქცეს
  • 697ნახვები

რუსეთმა დაარღვია უამრავი ჩვენი თანამოქალაქის უფლება. ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ საქართველომ უპასუხა რუსეთის შემოჭრას და რუსეთის აგრესიას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რომ შეიჭრება ნებისმიერი, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, პატარა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, თავმოყვარე ერის და სახელმწიფოს მთავრობა არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია შეეწინააღმდეგო როგორც შეუძლია და რა ძალითაც შეუძლია, და ეს გააკეთა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია.

 

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.



ასევე ნახეთ
close დახურვა