logo
ENG


კახაძე ჩავლეიშვილზე: არც სახელმწიფოს, არც კონკრეტულ პირს აქვს ადამიანის შეურაცხყოფის უფლება
ლადო კახაძე
24 იან, 2021 20:20
კახაძე ჩავლეიშვილზე: არც სახელმწიფოს, არც კონკრეტულ პირს აქვს ადამიანის შეურაცხყოფის უფლება
  • 933ნახვები

ზოგად კომენტარს გავაკეთებ ამ თემაზე. ადამიანის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს ვეპაექროთ, ვეკამათოთ, მაგრამ მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩემთვის მიუღებელია, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. ჩემთვის ყველა ადამიანი პატივმისაგებია. იმ ადამიანს აქვს თავის უფლებები და არავის გვაქვს მისი შეურაცხყოფის უფლება - სახელმწიფო დაარღვევს ამას თუ კონკრეტული პიროვნება, ჩემთვის ეს მიუღებელია

ასე ეხმაურება "ფორმულასთან" საუბარში "ქართული ოცნების" წევრი ლადო კახაძე არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრის, ირაკლი ფანგანის მიერ ირაკლი ვაჩეიშვილისთვის ნაგვის დაყრას, რის გამოც ფანგანი დააკავეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა