logo
ENG


მეგრელიშვილი: უფრო პრიორიტეტულია ოცნებისა და ენმ-ის შერიგება, ვიდრე პოლიტპატიმრებზე ჩხუბი
  • 761ნახვები

პოლიტპატიმრები, რომელთაც ოცნება არ აღიარებს, ეს არის ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის ბრძოლის შედეგი. თუ ეს ბრძოლა არ დასრულდა და ეს ორი მხარე არ შერიგდა, ჩვენ გვეყოლება არა 3 პოლიტპატიმარი, არამედ 3 000 შეიძლება გყვავდეს. ეს პოლიტპატიმრების თემა კი არ არის, პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ის პოლიტპატიმრების თემა, რომელიც შეთანხმებაში პირველ პუნქტად წერია, არის საბაბი იმ ხალხისთვის, ვისაც შეთანხმება არ სურს.თუ მთავარი პრობლემა არ გადავწყვიტეთ, რაც არის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქიშპი, ჩვენ პოლიტპატიმრები გვეყოლება. ამიტომ, ამ კონტექსტში, ბევრად უფრო პრიორიტეტულია ამ ორი პოლიტიკური ძალის შერიგება, ვიდრე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ჩხუბი

ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში "კომენტარი" პოლიტპატიმრების თემაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა