logo
ENG


თურნავა: ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე
  • 756ნახვები

ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია და უსაფრთხო. არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნის შემდეგ სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ვაქცინაციის ტემპებიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ვისარგებლოთ ამითი. პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები სრულიად დაშვებულია, ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი და ეს არის მთელი ციკლი, ორი ინექცია გაკეთებული, შესაბამისი ცნობით, შეუფერხებლად შემოვა საქართველოში, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გავახმოვანებთ

 

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა