logo
ENG


ხოშტარია კარტოგრაფებზე: როგორც იქნა გაიღო ციხის კარი, სახელმწიფოს ბოდიში აქვს მოსახდელი
  • 859ნახვები

ძალიან ემოციური მომენტია. ემოციურად მიხარია, რომ როგორც იქნა გაიღო ციხის კარი და საბოლოო ჯამში ადამიანების ბრძოლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ფიზიკურად გამოვიდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და სახელმწიფოს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანებისთვის, და ასევე გიორგი რურუა პოლიტპატიმარი უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ ამ პოლიტიკური დევნის რაღაც ფურცლის გადაშლა. არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ვაჭრობის საგანი. პოლიტიკური პროცესის განტვირთვას სჭირდება გაყალბებული არჩევნების საკითხის აღმოფხვრა. რა თქმა უნდა თუ ყველა პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებენ ეს გარკვეულ შესაძლებლობებს პოლიტიკური პროცესისთვის შექმნის.

განაცხადა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა