logo
ENG


კაპანაძე: ივერისა და ნატალიას პროცესმა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტას დაგვაშორა
  • 390ნახვები

ანგაჟირებულობა და უცოდინრობა, ფაქტების არდანახვა და პროპაგანდისტული სიბრმავე მოედინება გუშინ საღამოს შემდეგ ქოცებისგან. პარლამენტარებით დაწყებული, რიგითი კოორდინატორებით დამთავრებული.

ამ დროს ივერიმ მარტივი რამ თქვა, რისი გაგებაც ელემენტარულ საღ აზრს საჭიროებს: ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ჩვენია, თუ გვსურს, რომ იურიდიულადაც ჩვენი იყოს, გულზე მჯიღი კი არ უნდა ვირტყათ და ჩემია ჩემია ვიძახოთ, მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ აზერბაიჯანთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან და უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება, ხოლო სადაც არ მტკიცდება, უნდა გავცვალოთ სხვა ტერიტორიაში. იძახეთ ახლა "გარეჯი საქართველოა" და ახეთქეთ სადღეგრძელოები.

რეალობა კი ისაა, რომ როგორც არასდროს ისე დაგვაშორა ივერისა და ნატალიას პროცესმა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტის საკითხს.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე ფეისბუქის გვერდზე წერს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა