logo
ENG


ელისაშვილი: კარტოგრაფების გათავისუფლებამ ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის ნდობა გააღრმავა
  • 915ნახვები

გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის ნდობა გააღრმავა. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო და ჩვენ ველოდით ამ გუშინდელ გათავისუფლებას. ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავუსუფლეს, რის შემდეგაც ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების შედეგია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა