logo
ENG


გამყრელიძე: ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა
  • 644ნახვები

ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა, ძალიან მძიმე მეორე ტალღა. არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს კიდევ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლა სიტუაცია სტაბილიზირდება და ყველა მაჩვენებელი მცირდება, მე მესმის რესტორნების, სოლიდარული ვარ რესტორნების, სხვადასხვა ბიზნესის, სამთო კურორტების, ყველას მიმართ. ახლა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ამას არ ვისურვებდი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ ამას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ვირუსი არსად გამქრალა, ის აგერ არის გვერდზე, ყველგან ტრიალებს



ასევე ნახეთ
close დახურვა