logo
ENG


პაატა იმნაძე: კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება
პაატა იმნაძე
01 თებ, 2021 21:38
პაატა იმნაძე: კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება
  • 7192ნახვები

ალბათ, ყველაზე ბოლოს...ქართველები ვართ, მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, ვერ ვნახულობ რამდენი ხანია, წელიწადი გავიდა ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ არ ვიცით, რომ ახლო მანძილზე მეზობლები ერთმანეთში გადადიან? მეზობლებში რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება სამეზობლოში, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები და საღამოს 9 საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ, მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან მერე წამოხვალთ, ანუ მერე ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში...დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, როგორ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი წესებს

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე. შეგახსენებთ, რომ კომენდატის საათი ქვეყანაში 9 ნოემბრიდან მოქმედებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა