logo
ENG


მშვენიერაძე: მელაშვილზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას
  • 974ნახვები

ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ.

სიმბოლურია, რომ ბიძინას საყვარელი გაზეთი "ასავალ-დასავალი" დღეს სწორედ ამ ტიპის სლოგანით - "ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგდებს" - გამოვიდა. ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები.

 

 

წერს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენ



ასევე ნახეთ
close დახურვა