logo
ENG


ხვიჩია: როდესაც ბიძინამ პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა არასწორი იყო
იაგო ხვიჩია
02 თებ, 2021 00:59
ხვიჩია: როდესაც ბიძინამ პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა არასწორი იყო
  • 867ნახვები

ბევრს არ მოეწონება ეს ამბავი, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ბიძინამ პროპორციული არჩევნები დათმო, იყო 2 თუ 3 მოთხოვნა აქციის. მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები და იყო გახარიას გადადგომა. ბიძინამ რომ ეს დათმო, მის მერე ისევ აქციამ დაუჭირა მხარი გახარიას გადადგომას. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ უნდა დამეჭირა მხარი ამისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო დათმობილი, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ მივიღე ეგ გადაწყვეტილება და გირჩმა მაშინ დავუჭირეთ ორივე მოთხოვნას მხარი. მალე მივხვდი, რომ არასწორი იყო, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი დაიდო, მაგრამ უკვე მხარდაჭერილი იყო. ახლა მაგას არ გავაკეთებდი.

ასე უპასუხა გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში უცნობის კიდობანი გია გაჩეჩილაძის კითხვას - "თუ არსებობს ისეთი საკითხი, რომელიც საჯარო სივრცეში განუცხადებია და შემდეგ უნანია".

2019 წლის 20-21 ივნისს ["გავრილოვის ღამე"], ხელისუფლებამ იმ დროინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტთან მისული მოქალაქეები დაარბია. ამის შემდეგ 24 ივნისს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა