ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან და საკითხის ამგვარად მხარდაჭერისგან. ჩვენ დღეს დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა მათ შორის მათ გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო დემოკრატიას. ასევე, ჩვენ გავითვალისწინეთ არა 52%-ის, როგორც ისინი სპეკულაციურად აცხადებენ, არამედ რეალურად ამომრჩევლის 39%-ის პოზიციაც. არა მხოლოდ ამ 39%-ს, რომელსაც ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ ითხოვენ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას და უარს ამბობენ მანდატებზე, არამედ მთლიანი ამომრჩევლის ორი მესამედს, როგორც უკანასკნელი კვლევებითაც დადასტურდა, მიაჩნია, რომ მათ უნდა გააგრძელონ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. ამომრჩევლის ნება, საპარლამენტო საბოტაჟი და საპარლამენტო დემოკრატიის უგულებელყოფა პოზიტიური გაგებით ჩვენი მხრიდან, იყო გადაწყვეტილების საფუძველი, რომ თავი შეგვეკავებინა ამ საკითხის მხარდაჭერისგან.
ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ამ ეტაპზე ოპოზიციის მანდატების გაუქმებისგან "თავი შეიკავოს".