ჩენ ვაკვირდებით 7 და 14-დღიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელს. ვინაიდან, 7 დღის ტენდენცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ მსჯელობა თუ რა შეიძლება, იყოს მომდევნო გახსნის საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგიონები, სადაც გვაქვს უფრო დადებითი დინამიკა და აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს, რომ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული და უფრო მოქნილად ვმართოთ საქართველოში ეპიდვითარება. როგორც კი გვექნება მყარი საფუძველი იმის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეპიდვითარებაზე დაყრდნობით, რომ შემდეგი გახსნები და შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია იმდენად უსაფრთხოდ, რომ არ მოხდეს უმოკლეს ვადაში ინფექციის სტატუსის იმგვარად დაბრუნება, როგორც ეს იყო ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას როგორც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ასევე ბიზნესინტერესების გათვალისწინებით
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდრეგულაციებზე საუბრისას "კურიერის" ეთერში განაცხადა.