როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებაში გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე... ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს რა თქმა უნდა, არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებულმა მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა, Facebook-ში დაწერა, რომ გერმანიაში გეგმიურ ვიზიტზე ვერ მიდის, რადგან სახელმწიფო არ ეხმარება.