დიდი დანაკარგის გამო, რაც ამ ახალგაზრდამ განიცადა, მას აქვს დაზარალებულის სტატუსი. მასზე ზრუნავს სახელმწიფო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თავად პოსტიდან იკითხება, რომ ყველაფერი უტარდებოდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა ის ტვირთი, რომელიც მას ჰქონდა 20 ივნისის შემდგომ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამინისტრო გააკეთებს სათანადო რეაგირებას.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებულმა მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა, Facebook-ში დაწერა, რომ გერმანიაში გეგმიურ ვიზიტზე ვერ მიდის, რადგან სახელმწიფო არ ეხმარება.