ნონსენსია ეს განცხადება, ჩემთვის არალერევანტურია, რომ შევაფასო ეს განცხადება. პრმიერს უნდა, რომ დათმობა გაგიკეთეთ, მაგრამ ჩვენც კუნთები გვაქვს და შეგვიძლია, რეაქცია გაგიკეთოთ. ეს არის უბრალოდ რიტორიკა, მეტი არაფერი, რეალურად, ვერ ჩაიწერება კანონში, რომ ადამიანი თუ გამოდის აქციაზე, ვერ მიიღებს საბანკო დახმარებას. ასეთი განცხადება რომ გააკეთოს კერძო სტრუქტურამ - თქვენ თუ აქციაზე დადიხართ, სესხს არ მოგცემთო. იყოს, განცხადება განცხადებისთვის დარჩეს... დიდხანს ვიცინოდი და კარგი ანეკდოტია, სხვათა შორის, შეიძლება, გარკვეულწილად, ანეკდოტად გამოდგეს მომავლისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, საანეკდოტოთ არ გვაქვს საქმე
ეს კომენტარი რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში პრემიერის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, ორგანიზაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ამოქმედებულ წესებს დაარღვევენ, სახელმწიფოს დახმარებას ვეღარ მიიღებენ.