logo
ENG


თურნავა: შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები - შევხედავთ ეპიდვითარებას
  • 1049ნახვები

ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, დღეს მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ, შეძლებისდაგვარად, სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი, როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოტანილი, ან ლიზინგის სესხის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი აქ ელემენეტარულად არ არსებობს, მაგრამ ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ. ჩვენ ყოველთვის დავაკვირდებით ვითარებას და იმედი ამქვს, როგორც რესტორნებისა და ბაზრობების გახსნის თარიღი დავაანონსეთ, ასევე შემდგომში შესაძლებელი იქნება, სხვა ბიზნესებზეც იგივე ვთქვათ. საკმაოდ დიდი აქტივობა გავხსენით, 1, 8 და 15 თებერვლიდან. შევხედოთ ეპიდვითარებას. შემდეგი შეიძლება, იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში რეგულაციების მოხსნაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა