ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ჩვენება იმის, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ მათთვის. ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც თვითონ სურთ. ჩვენ თუ მარტო ვიქნებით და გაჩუმებულები ვიქნებით, ჩვენს მაგივრად ამერიკელი და ევროპელი არ დაიწყებს ჩხუბს. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი. არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი წუთი, უნდა შევუქმნათ დისკომფორტი.
განაცხადა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც ასევე იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული. ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.