პირველ რიგში, ქართული ოცნების მხრიდან უნდა დაიდოს ისეთი წინადადება, რომელსაც თქვენც გაიგებთ და მეც არანაირი კითხვა არ მექნება. ამის შესახებ არაერთხელ არის საჯარო სივრცეში ნათქვამი და დაწერილიც. ეს წინადადება ფასილიტატორებთან მაგიდაზე იდო. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რომ რომელიღაც მხარე უარს ამბობს ხელისუფლების ერთპიროვნულად ხელში აღებაზე. მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ეს წინადადება იქნება. ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურაბ ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს. მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო. თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს.
თქვა გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ფორმულას ეთერში. პარტია გირჩს პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს. მათი თქმით, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა დაიდება, პარლამენტში შევლენ. მოქმედი კონსტიტუციით, ბარიერი 5%-ია.