პირადად მე რაც შემეხება, თუ ეს თქვენთვის ჟურნალისტებისთვის ან ვინმესთვის რაიმე ნუგეშის მომგვრელი იქნება, თქვენს წინაშე გავიკეთებ, არ მეშინია ვაქცინაციის გაკეთების. მაგრამ თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ რადგან არ მჭირდება არანაირი ვაქცინა ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის მერე მე ვაქცინა არ გამიკეთებია.
ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.