კარგია თუ რესპუბლიკელებს სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების. პარლამენტში თუ ისინი შემოდიან მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი ბედი.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რესპუბლიკელების განცხადებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, პარლამენტში ერთჯერადად შევლენ და მხარს დაუჭერენ.