logo
ENG


სერგეენკო: მრჩება განცდა, რომ მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს
  • 377ნახვები

ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მაინც მრჩება იმედი და განცდა, რომ ის დაიცავს კანონს და ის კანონის მოთხოვნებს შეასრულებს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც მიღებული იქნება, ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონიერი და სამართლიანი. აქ სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ. იყო მოსაზრებები, რომ არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება არც სასამართლომ და არც პარლამენტმა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღონ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება . ეს ერთადერთი გზაა

ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეს. მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს არ გადაიხდის. მელიას გირაოს გადასახდელად ვადა დღის ბოლომდე აქვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა