მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, მაგან გუშინ, საბოლოოდ, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვინც მაგის ხელშემწყობია
ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა. სინოდის განჩინება დღეს, 12 თებერვალს უნდა გამოცხადდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სინოდმა მეუფე პეტრე ეკლესიიდან განკვეთოს.