logo
ENG


ბაქრაძე: არასწორად მიმაჩნია ლიდერების ნაწილის დარჩენა, არსებობს აზრთა განსხვავებები
  • 932ნახვები

მიმაჩნია და ღრმად მწამს, რომ განახლება არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ლიდერების ნაწილს და განახლების სწორი სიგნალი არის, როდესაც ხდება პარტიის ყველა ლიდერის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება და როდესაც ხდება პარტიის განახლება მთლიანად და როდესაც ლიდერები ასპარეზს უთმობენ ახალ ადამიანებს. 

არ დავუმალავ საზოგადოებას, დასამალი არაფერი არ არის, რომ არსებობს აზრთა განსხვავებები ამ მიმართულებითაც. მე არასწორად მიმაჩნია ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა. პასუხისმგებლობის და განახლების არსი გახლავთ ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს გადაწყვეტილებას და ერთიანად ახლდება. 

მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლანგიდან. მე არ ვცვლი პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია. 

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას მომავალ პოლიტსაბჭოზე აღარ დააყენებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა