logo
ENG


მდინარაძე: ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ რადიკალურ ოპოზიციად, გამოვიდნენ ანარქისტებად
  • 876ნახვები

რაღაც შეკრებაზე, ისევ და ისევ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ როგორც ანარქისტები, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ და ამისკენ მოუწოდებენ თავიანთ თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს. ეს არის დაუშვებელი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არის ჰუმანური, ზოგადად ეს ნიშა გვიჭირავს, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის წითელი ზღვარი, რომელსაც  სახელმწიფო და ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას ქვეყანა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები დააანონსეს და ასევე განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას გადაწყვეტს, მას ფიზიკურად დაიცავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა