logo
ENG


ოცნების დეპუტატი: ნიკა მელია "ბრასლეტისთვის" აგებს პასუხს
  • 757ნახვები

გავრილოვის ღამე არ ყოფილა, გავრილოვის იყო დღე, მერე აღმოჩნდა მელიას ღამე... ის, რაც მოხდა ცუდი, მოხდა დღისით... ნიკა მელია ახლა "ბრასლეტისთვის" აგებს პასუხს, იმისთვის მან გადაიხადა ერთხელ ჯარიმა, მაგრამ იმისთვის, რაც გაკეთა... იცით რა, მე ერთი რამე მაინტერესებს, რა პასუხი აქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს უკეთია ეს ბრასლეტი.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ მთავარ არხს განუცხადა. ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური გასული წლის 1-ლი ნოემბრის აქციაზე მოიხსნა და გადააგდო. ამის გამო, მას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მას შემდეგ, რაც მელიამ გირაო არ გადაიხადა, პროკურატურამ მისთვის პატიმრობა მოითხოვა და ნებართვის მისაღებად, პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა